პანდემიის გამო, ნათლისღების დღესასწაულზე ბათუმში ზღვაში განბანვის ტრადიციული რიტუალი არ შესრულდება
პანდემიის გამო, ნათლისღების დღესასწაულზე ბათუმში ზღვაში განბანვის ტრადიციული რიტუალი არ შესრულდება

პანდემიის გამო, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ნათლისღების დღესასწაული განსხვავებულად აღინიშნება. წელს არ ჩატარდება ზღვაში შთაფლვის ტრადიციული რიტუალი.

„18 იანვარს, 16:00 საათზე დაიწყება ნათლისღების სადღესასწაულო ლოცვა. 19 იანვარს 09:00 საათზე კი ნათლისღების სადღესასწაულო წირვა, წყალკურთხევა (დიდი აიაზმა). პანდემიიდან გამომდინარე წელს ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება“, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

ტრადიციულად, ნათლისღების ღამეს, ბათუმში ზღვის წყლის კურთხევის შემდეგ, მრევლი განბანვის რიტუალს სწორედ ზღვაში ასრულებდა.