პანდემიის გამო, იტალიელები შობას ეკლესიაში მისვლას და რეგიონებში გამგზავრებას ვერ შეძლებენ
პანდემიის გამო, იტალიელები შობას ეკლესიაში მისვლას და რეგიონებში გამგზავრებას ვერ შეძლებენ

იტალიელები შობის ღამეს ეკლესიაში მისვლას და დღესასწაულზე რეგიონებში გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

იტალიაში კორონავირუსის შედეგად ბოლო დღეებში დაღუპულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც ხელისუფლება მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, შობის ღამეს ღვთისმსახურება საღამოს 20:30 საათზე დასრულდება, რათა მორწმუნეებმა სახლში დაბრუნება საღამოს 22:00 საათამდე შეძლონ, რა დროსაც კომენდანტის საათი დაიწყება.

ამასთან, იტალიელებს შობის დღესასწაულზე ოჯახის წევრების გარდა, სახლში სხვა სტუმრების მიღება აეკრძალებათ.

20 დეკემბრიდან მოქალაქეებს რეგიონებში გამგზავრებმა მხოლოდ მშობლების მოვლის მიზნით შეეძლებათ.

დატოვე კომენტარი