პანდემიის გამო, ფინეთში მუნიციპალური არჩევნები გადადეს
პანდემიის გამო, ფინეთში მუნიციპალური არჩევნები გადადეს

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ფინეთში მუნიციპალური არჩევნები გადადეს. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. როგორც სამინისტროში ამბობენ, აპრილში დაგეგმილი არჩევნები ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ფონზე, არჩევნების ჩატარებამ შესაძლოა, ვირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელება გამოიწვიოს. ამასთან, მოქალაქეების ნაწილი არჩევნებზე უსაფრთხოების მიზნით არ მივა, ხოლო დაბალი აქტივობა კენჭისყრის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დააყენებდა.

ფინეთში პანდემიის განმავლობაში სულ აღრიცხეს კორონავირუსის 61 552 შემთხვევა. გარდაიცვალა 767 პაციენტი. საავადმყოფოებში რჩება 239 ადამიანი.