პანდემიის დროს ალკოჰოლის მოხმარებისას დაიცავით ზომიერება, რათა შეინარჩუნოთ იმუნური სისტემის სიჯანსაღე — ექსპერტები გვაფრთხილებენ
პანდემიის დროს ალკოჰოლის მოხმარებისას დაიცავით ზომიერება, რათა შეინარჩუნოთ იმუნური სისტემის სიჯანსაღე — ექსპერტები გვაფრთხილებენ

მართალია, საკმაოდ მაცდუნებელია, რომ სახლში კარანტინის დროს უფრო მეტ ალკოჰოლს მიეძალოთ, მაგრამ ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმი ზომიერებისკენ მოგვიწოდებს, რადგან ბევრ ალკოჰოლს შეუძლია შეამციროს ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის უნარი; რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც COVID-19 არ არის.

ლოიოლას უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-პროფესორმა, პულმონოლოგმა და კრიტიკული მზრუნველობის სპეციალისტმა მეჯიდ აფშარმა შეისწავლა ალკოჰოლის ეფექტი ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე, ასევე მისი გავლენა სუნთქვასა და ფილტვების ჯანმრთელობაზე. იგი გვაფრთხილებს, რომ ალკოჰოლის გადამეტებული მოხმარება (სულ მცირე რამდენიმე ჭიქა რამდენიმე საათის განმავლობაში) ცვლის ჩვენს ციტოკინეზურ (უჯრედის გაყოფა) პასუხს, ანუ სასიგნალო ცილებს, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ პასუხს არეგულირებენ.

დოქტორ აფშარის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, „ერთ დღესასწაულზე მიღებული ალკოჰოლის ეფექტი იმუნურ სისტემაზე თითქმის იგივეა, რაც ანთების დროს. ასეთ რყევებს კი შეუძლია გავლენა მოახდინოს ჰორმონების დონეზე, ასევე ორგანიზმის დაავადებასთან ბრძოლის უნარზე.

ქალისთვის დღეში ორჯერ დალევა და კაცისთვის დღეში სამჯერ, „ახდენს ჩვენი იმუნური სისტემის რეგულაციის მოშლას. ალკოჰოლი აზიანებს ჩვენი წინა ხაზის თავდაცვას, ცვლის ჰომეოსტაზს (ორგანიზმის თვითრეგულაციის ფუნქცია), რომელიც იდეალურია COVID-19-ის მსგავს ინფექციებთან საბრძოლველად“, ამბობს დოქტორი აფშარი.

მისივე თქმით, ჩვენ ამჟამად პანდემიის შუაგულში ვიმყოფებით და ვისაც ინფექცია შეგვხვდება, დამოკიდებული ვხდებით ჩვენს იმუნურ სისტემაზე. დოქტორი აფშარი ხაზს უსვამს, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ნაწილისთვის — მოუხებისთვის, დიაბეტის, გულისა და ფილტვების დაავადებების მქონეთათვის, ასევე მათთვის, ვისაც აქვს იმუნური დაავადებები და აშლილობები.

გარდა ამისა, ალკოჰოლს შეუძლია გაზარდოს რესპირატორული ინფექციების რაოდენობა და სიმკაცრეც. COVID-19-ს შეუძლია გამოიწვიოს რესპირატორული გართულებები, განსაკუთრებით კი იმ პაციენტებში, ვინც ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელია.

„დიდი ოდენობით ალკოჰოლის მოხმარება ჩვენი იმუნური სისტემისთვის საზიანოა და ასუსტებს ინფექციებთან ბრძოლის უნარს. არ მოგიწოდებთ, რომ საერთოდ შეწყვიტოთ სმა, არამედ გირჩევთ, რომ დაიცვათ ზომიერება და შეამციროთ მინიმუმამდე. მოდი, ჩვენივე ჯანმრთელობისა და თავდაცვისთვის გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია“, — ამბობს ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასისტენტ-პროფესორი, პულმონოლოგი მეჯიდ აფშარი.

მომზადებულია medicalxpress.com-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი