„პალმეირასი“ კიკე სეტიენს ეპატიჟება
„პალმეირასი“ კიკე სეტიენს ეპატიჟება

„ბარსელონას“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს ბრაზილიის ჩემპიონატში, კერძოდ კი „პალმეირასში“ იწვევენ,  – იუწყება „მარკა“.

აღსანიშნავია, რომ სეტიენს შორი გზა და ეგზოტიკური ქვეყნები არ აფრთხობენ, რადგან ის ერთი პერიოდი მწვრთნელად ეკვატორულ გვინეაში მუშაობდა.

„ბარსელონა“ კიკე სეტიენმა მოედანზე 25-ჯერ გაიყვანა, მოიგო 16 მატჩი, წააგო ხუთი და ოთხი შეხვედრა ფრედ დაასრულა. კატალონიიდან მისი წამოსვლა კი „ბაიერნთან“ სენსაციური ანგარიშით დამარცხების (2:8) შემდეგ გადაწყდა.