„პალმეირასი“ ბრაზილიის ჩემპიონი გახდა

12:50, 26.11.2018

ბრაზილიაში ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაირკვა ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა. სერია A-ს 37-ე ტურში „პალმეირასმა“ დეივერსონის გოლით 1:0 დაამარცხა „ვასკო და გამა“.

„პალმეირასს“ 77 ქულა დაუგროვდა და მიუღწეველი გახდა „ფლამენგოსთვის“, რომელსაც 72 ქულა აქვს.

აღსანიშნავია, რომ უკვე 22 ტურია, რაც „პალმეირასი“ არ აგებს ბრაზილიის ჩემპიონატში. გუნდი არსებობის ისტორიაში მეათედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

მსგავსი