პალიასტომის ტბაში ველური და სარკისებრი კობრის 30 ათასამდე ლიფსიტა გაუშვეს
პალიასტომის ტბაში ველური და სარკისებრი კობრის 30 ათასამდე ლიფსიტა გაუშვეს

პალიასტომის ტბაში ველური და სარკისებრი კობრის 30 ათასამდე ლიფსიტა გაუშვეს. ორგანიზატორების განცხადებით, ლიფსიტები დაახლოებით ერთ წელიწადში 2-3 კილოგრამს მიაღწევენ და დიდ სარეწაო მნიშვნელობას შეიძენენ.

აქციის მიზანია პალიასტომში კობრის პოპულარიზაციის აღდგენა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

„ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, პალიასტომზე არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაში, კერძოდ თევზების რესურსების მატების საქმეში და რაც ყველაზე მთავარია, უნიკალური სახეობის -კობრის მარაგისა და პოპულაციის აღდგენის საქმეში“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ.

აღნიშნული პროექტი ასოციაცია ,,ფლორა და ფაუნამ” კოლხეთის ეროვნულ პარკთან ერთად განახორციელა. ფინანსური მხარდაჭერა კი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდმა უზრუნველყო.