პალესტინური პოლიტიკური ორგანიზაციები 2018 წლის ბოლომდე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ
პალესტინური პოლიტიკური ორგანიზაციები 2018 წლის ბოლომდე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ

პალესტინური პოლიტიკური ორგანიზაციები, 2018 წლის ბოლომდე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ კაიროში გამართული ორდღიანი ფორუმის დასკვნით განცხადებაშია საუბარი.

შეხვედრის მიზანს „ფათჰსა“ და „ჰამასს“ შორის არსებითი შეთანხმების დახვეწა, უთანხმოების დაძლევა და პალესტინის პოლიტიკური სისტემის აღდგენა წარმოადგენს.

მოძრაობა „ჰამასი“, რომელიც ღაზას სექტორს გასული 10 წლის განმავლობაში მართავდა, მრავალ ქვეყანას, მათ შორის აშშ-სა და ისრაელს, ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი. იმ დროს, როდესაც მოძრაობა „ფათჰი“ პალესტინის ადმინისტრაციის საშუალებით, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ამყარებდა კონტროლს.