პალესტინური მხარის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმებს ღაზის სექტორში 87 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმებს ანკლავში 87 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა 530-ს შეადგენს.
პალესტინური მხარის მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, საჰაერო ოპერაციის შედეგად ღაზის სექტორში გარდაცვლილია 18 ბავშვი.
ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავდასხმის სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფებების წევრები და პალესტინური რადიკალური მოძრაობის, „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები წარმოადგენდა.
„ჰამასის“ მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს ისრაელის ქალაქებში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი.