პალესტინური მხარის ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმებს 103 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა
ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმებს ანკლავში 103 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა 580-ს შეადგენს.
პალესტინური მხარის მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, ღაზის სექტორში საჰაერო ოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა შორის 27 ბავშვია.
ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავდასხმის სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფებების წევრები და პალესტინური რადიკალური მოძრაობის, „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები წარმოადგენდა.
ამასთან, პალესტინური მედიის ცნობით, ავიადარტყმები განხორციელდა სამოქალაქო რაიონებზე.
„ჰამასის“ მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს ისრაელის ქალაქებში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი.