პალესტინური მხარის ინფორმაციით, გასულ ღამეს დასავლეთ სანაპიროზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

12:40, 29.10.2023

გასულ ღამეს დასავლეთ სანაპიროზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.

გასული კვირების განმავლობაში დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ძალებმა ან ადგილობრივმა ისრაელელებმა 100-ზე მეტი პალესტინელი მოკლეს.

როგორც პალესტინის ჯანდაცვის მინისტრი მანამდე წერდა, ქალაქ ნაბლუსში ადგილობრივმა ისრაელელმა 40 წლის პალესტინელი მამაკაცი მოკლა.

მსგავსი