პალესტინური მხარის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, ისრაელის იერიშებს 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა
პალესტინური მხარის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, ისრაელის იერიშებს 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს. „ჰამასთან“ დაპირისპირების ეპიცენტრი ამჟამად ხან იუნისის ტერიტორიაა.

საჰაერო იერიშის შედეგად დაიბომბა ნუსერათის ბანაკი. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედროები წინ მიიწევენ, „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტებისა და საბრძოლო მასალების საწყობების ასაღებად.

„ჩვენ ღაზის სექტორში ინტენსიურ მოქმედებებს განვაგრძობთ, რაც ჩვენი მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება. ამჟამად ფოკუსირებული ვართ ხან იუნისის ტერიტორიაზე. ოპერაციები ყველა ფლანგზე ძალიან შთამბეჭდავია“, – აცხადებს გალანტი.

მისი თქმით, მათ გაანადგურეს კიდევ ერთი გვირაბის სისტემა. პალესტინური მხარის ცნობით, ისრაელის იერიშებს, გასული 24 საათის განმავლობაში 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა.