პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში მდებარე ქალაქის ხან-იუნისზე საჰაერო იერიშის შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა
ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა ისრაელის მიერ ღაზის სექტორში მდებარე ქალაქის ხან-იუნისზე საჰაერო იერიშის შედეგად.
ინფორმაციას ამის შესახებ პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმა ორგანიზაციის შტაბ-ბინასთან და ალ-ამალის საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქის დაბომბვას მოჰყვა წითელი ნახევარმთვარის შტაბ-ბინის ინფრასტრუქტურის დაზიანება და უკიდურესი პანიკა 14 000 დევნილთა შორის, რომლებიც ორგანიზაციის თავშესაფრებში იმყოფებიან.
🚨 A short while ago, Israeli occupation aircraft targeted a house near Al-Amal Hospital and the PRCS HQ in #KhanYonis.
⚠️ The bombardment led to the shattering of glass and the breaking of doors and windows, in addition to extreme panic among 14,000 displaced people who are…— PRCS (@PalestineRCS) December 8, 2023