პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია ისრაელის არმიასთან შეტაკებისას დაღუპულების შესახებ იუწყება

01:34, 23.12.2017

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ისრაელის არმიასთან შეტაკების შედეგად, ბოლო 24 საათში ორი პალესტინელი დაიღუპა, 689-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო. გავრცელებული ცნობით, 65 ადამიანი საბრძოლო ტყვიებით, 111 კი რეზინის ტყვიებით დაშავდა. 442 პალესტინელი ცრემლსადენი გაზის მოქმედების შედეგად დაშავდა, კიდევ 71-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ​დაშავებულთაგან სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ღაზას სექტორში, დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დაპირისპირება 6 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო, რომლის მიხედვით აშშ საელჩოს გადატანას იერუსალიმში აპირებს.

მსგავსი