პალესტინის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ცნობით, ქალაქ რაფაჰზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
პალესტინის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ცნობით, ქალაქ რაფაჰზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰზე ისრაელის მიერ ღამით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გაზრდილი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას პალესტინის წითელი ჯვრის ორგანიზაცია ავრცელებს.

რაფაჰზე თავდასხმას გმობს მოძრაობა „ჰამასი“, რომლის შეიარაღებული ძალების შეფასებით, „დაუცველი მოქალაქეებისა და იძულებით გადაადგილებული ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების საზარელი ხოცვა გენოციდური ომის გაგრძელებაა“.

ასევე, „ჰამასი“ სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას.

აღსანიშნავია, რომ რაფაჰზე საჰაერო თავდასხმის განხორციელებამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა არ განაგრძონ სახმელეთო იერიში რაფაჰში „სანდო და აღსრულებადი გეგმის გარეშე“, რათა უზრუნველყოფილ იქნას მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოება, რომელთა რიცხვიც მილიონს აჭარბებს.