პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელმა რაფაჰსა და ხან იუნისზე საჰაერო იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, ისრაელის თავდაცვის ძალებში ინფორმაციას არ ადასტურებენ
პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელმა რაფაჰსა და ხან იუნისზე საჰაერო იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, ისრაელის თავდაცვის ძალებში ინფორმაციას არ ადასტურებენ

რაფაჰში ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს 28 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ „სიენენი“ პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდასხმების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა ხან იუნისში.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნულ რეგიონებზე თავდასხმებს არ ადასტურებენ. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა „სიენენს“ განუცხადა, „არ ფლობს ინფორმაციას ამ რეგიონებში დარტყმების შესახებ, თუმცა შესაძლებელია, ისინი მომხდარიყო.“