პალესტინის ლიდერმა ისრაელთან მთავარი მომლაპარაკებლის, საებ ერეკატის გარდაცვალების გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა
პალესტინის ლიდერმა ისრაელთან მთავარი მომლაპარაკებლის, საებ ერეკატის გარდაცვალების გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა

პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ისრაელთან მთავარი მომლაპარაკებლის, საებ ერეკატის გარდაცვალების გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

საებ ერეკატი 65 წლის ასაკში 10 ნოემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა.

„ძმისა და მეგობრის, უდიდესი მებრძოლის საებ ერეკატის წასვლა წარმოადგენს დიდ დანაკარგს პალესტინისა და ჩვენი ხალხისთვის. ღრმა მწუხარებას განვიცდით მისი დაკარგვის გამო, განსაკუთრებით ასეთ რთულ პერიოდში, რომელსაც ახლა პალესტინა გადის“, – ნათქვამია მაჰმუდ აბასის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ გენერალურმა მდივანმა საებ ერეკატმა 8 ოქტომბერს დაადასტურა, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული. სამი წლის წინ აშშ-ში მას ფილტვის გადანერგვა ჩაუტარდა.