პალესტინის ჯანდაცვის მინისტრი - ღაზაში ალ შიფას საავადმყოფოზე თავდასხმა არის ახალი დანაშაული კაცობრიობის, სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების წინააღმდეგ
პალესტინის ჯანდაცვის მინისტრი - ღაზაში ალ შიფას საავადმყოფოზე თავდასხმა არის ახალი დანაშაული კაცობრიობის, სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების წინააღმდეგ

ღაზის სექტორში მდებარე ალ შიფას საავადმყოფოზე თავდასხმა არის ახალი დანაშაული კაცობრიობის, სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრმა, მაი ალ კაილამ განაცხადა.

„ჩვენ საოკუპაციო ძალებს ვაკისრებთ სრულ პასუხისმგებლობას ალ შიფაში სამედიცინო პერსონალის, პაციენტებისა და იძულებით გადაადგილებული ადამიანების სიცოცხლეზე“, – განაცხადა პალესტინის ჯანდაცვის მინისტრმა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის ჯარები ღაზის სექტორში მდებარე ალ შიფას საავადმყოფოს გარკვეულ ნაწილში იბრძვიან „ჰამასის“ წინააღმდეგ, სადაც ტერორისტულ დაჯგუფებას ბრალად ედება სამეთაურო ცენტრის შენარჩუნება.