პალესტინის გაერო-ს სრულუფლებიან წევრობაზე კენჭისყრა დღეს გაიმართება

14:41, 10.05.2024
New, York, NY, USA - September 24, 2016 - United Nations Headquarters: United Nations Headquarters in New York City: The United Nations General Assembly opens.

New, York, NY, USA - September 24, 2016 - United Nations Headquarters: United Nations Headquarters in New York City: The United Nations General Assembly opens.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა 10 მაისს კენჭისყრას გამართავს პალესტინის უფლებაზე, გახდეს გაერო-ს სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

რეზოლუციის მიღება კი ნიშნავს, რომ პალესტინა აღიარებული იქნება, როგორც სახელმწიფო. კენჭისყრა ჯერ გაერო-ს ასამბლეაში გაიმართება, რის შემდეგაც რეზოლუცია უშიშროების საბჭოს გადაეგზავნება.

გასულ თვეს აშშ-ის ვეტოს გამო გაერო-ს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია პალესტინის სახელმწიფოს სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ. რეზოლუციის პროექტი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას რეკომენდაციას აძლევდა, ეღიარებინა პალესტინის სახელმწიფო გაერო-ს წევრად, რისთვისაც საჭირო იყო უშიშროების საბჭოს თანხმობა.

ცნობისთვის, პალესტინას გაერო-ში 2012 წელს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭა.

გუშინ ესპანური მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირლანდია, ესპანეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას აპირებენ. ოფიციალური გადაწყვეტილება კი შესაძლოა, 21 მაისამდე იყოს მიღებული.

მსგავსი