პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი შარმ ელ შეიხში დაგეგმილ სამიტს დაესწრება
პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი შარმ ელ შეიხში დაგეგმილ სამიტს დაესწრება

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ხვალ შარმ ელ შეიხში დაგეგმილ სამიტს დაესწრება, რომლის მიზანიც ღაზაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევაა. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ აბასის ოფისი ავრცელებს ინფორმაციას.

მაჰმუდ აბასი სამშვიდობო სამიტზე მასპინძელმა, ეგვიპტის პრეზიდენტმა მიიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, შარმ ელ შეიხში ჩავლენ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ევროპელი ლიდერებიც, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი.