პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერი - სამი ევროპული ქვეყნის მიერ პალესტინის აღიარებამ შეიძლება, მეტი ქვეყანა წაახალისოს
პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერი - სამი ევროპული ქვეყნის მიერ პალესტინის აღიარებამ შეიძლება, მეტი ქვეყანა წაახალისოს

სამი ევროპული ქვეყნის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებამ, შეიძლება, მეტი ქვეყანა წაახალისოს, – ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ მუსტაფამ განაცხადა.

მუსტაფას თქმით, მადლიერია, რომ სამივე ქვეყანა – ესპანეთი, ირლანდია და ნორვეგია – ფაქტობრივად, შეუერთდა 143 სხვა ქვეყანას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პალესტინის წინადადებას, გახდეს გაერო-ს სრულუფლებიანი წევრი.

„ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ყველა ქვეყანამ იგივე გააკეთოს. იმედია, ამ ქვეყნების ეს ნაბიჯი წაახალისებთ სხვა ევროპულ ქვეყნებს, რომ გადადგან აუცილებელი გაბედული ნაბიჯი“, – განაცხადა მუჰამედ მუსტაფამ ბრიუსელში, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ხოსე მანუელ ალბარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ახლა პალესტინის აღიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესის შესანარჩუნებლად.

„ვფიქრობ, დროა, გადავიდეთ მოქმედებების დაგმობაზე და მოვითხოვოთ ისრაელისგან, შეწყვიტოს ომი ღაზაში. ვფიქრობ, ცოტა კიდევ უნდა ავიმაღლოთ ხმა და მოვითხოვოთ ცეცხლის შეწყვეტა. ვფიქრობ, დროა, ომი დასრულდეს. ყოველდღე ჩვენ ასობით ადამიანს ვკარგავთ და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, ბევრად უფრო გაგვიჭირდება აღდგენა“, – აღნიშნა მუსტაფამ.

შეგახსენებთ, ესპანეთის, ნორვეგიისა და ირლანდიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 28 მაისს პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას გეგმავენ.