პალესტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სამხედრო ოპერაციისას ათი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა
ათი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.
პალესტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ჯენინში ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს და პალესტინის ადმინისტრაციის უსაფროების სტრუქტურის თანამშრომლებს. ჯენინის რეგიონის ხელმძღვანელ კამალ აბუ ალ-რუბის განცხადებით, ისრაელის ქმედება არის შეჭრა.
პალესტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჯენინში ისრაელის ვერტმფრენები და სამხედრო ავტომობილები გამოჩნდნენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალების ოპერაცია დასავლეთ ნაპირის ქალაქ ჯენინში არის კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. როგორც ისრაელის მედია წერს, ოპერაცია, რომელსაც „რკინის კედელი“ უწოდეს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე გაგრძელდება.