პალესტინის ადმინისტრაციამ ისრაელთან და აშშ-სთან ურთიერთობა ყველა დონეზე შეწყვიტა
პალესტინის ადმინისტრაციამ ისრაელთან და აშშ-სთან ურთიერთობა ყველა დონეზე შეწყვიტა

პალესტინის ადმინისტრაციამ ისრაელთან და აშშ-სთან ურთიერთობა ყველა დონეზე შეწყვიტა.

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, არაბული ლიგის შეხვედრაზე, პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანასთან თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებშიც შეჩერდება.

მაჰმუდ აბასის თქმით, არ უპასუხებს აშშ-ის პრეზიდენტის სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს, რადგან შემდეგ დონალდ ტრამპი იტყვის, რომ პალესტინის ადმინისტრაციასთან კონსულტაციები გამართა.

აბასმა ასევე აღნიშნა, რომ არ მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას და ისტორიაში იერუსალიმის გამყიდველის სახელით არ შევა.

დონალდ ტრამპმა სამშვიდობო გეგმა 28 იანვარს წარადგინა, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპზეა დაფუძნებული, თუმცა იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს. გეგმაში პალესტინის სამომავლო დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმის ერთი ნაწილია მოხაზული.