პალესტინელთა მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მიჩიგანის უნივერსიტეტში შეიჭრნენ, შეჭრის ფაქტზე პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა
პალესტინელთა მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მიჩიგანის უნივერსიტეტში შეიჭრნენ, შეჭრის ფაქტზე პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა

პალესტინელთა მხარდამჭერი აქციის მონაწილეები აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ქალაქ ენ არბორში მდებარე უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრნენ.

დაახლოებით 200-მდე ადამიანი უნივერსიტეტის პრეზიდენტის, სანტა ონოს ოფისთან მივიდნენ. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პალესტინის დროშები და მოუწოდებდნენ უნივერსიტეტს, „ზურგი შეაქციოს ისრაელს“.

მედიის ცნობით, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას ორი პოლიციელი დაშავდა. შენობაში შეჭრის ფაქტზე 40 დემონსტრანტი დააკავეს.

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ მომიტინგეთა მცირე ჯგუფმა მოითხოვა სანტა ონოსთან საუბარი და შენობაში საღამოს 21:00 საათამდე დარჩა, ამის შემდეგ კი ისინი პოლიციამ შენობიდან გაიყვანა.