ისრაელის არმიის ცნობით, პალესტინელმა თავდამსხმელმა ორი ისრაელელი მოკლა. სამხედროებმა მომხდარს „ტერაქტი“ უწოდეს. თავდასხმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ებრაულ დასახლებასთან ახლოს მოხდა.
„ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პალესტინელის თავდასხმის შედეგად, ინდუსტრიულ ზონაში ორი ისრაელელი გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაჭრილია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დამნაშავე 23 წლის პალესტინელია. საქმე კი „ტერორისტულ თავდასხმას“ ეხება“ – განაცხადეს ისრაელის არმიაში.
დამნაშავემ თავდასხმის შემდეგ მიმალვა შეძლო, სამხედროები მის ძებნას აგრძელებენ.
მანამდე ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ გუშინ ღამით 13 პალესტინელი აიყვანეს, რომელთაც „ტერორისტულ საქმიანობაში“ ადანაშაულებენ.