პალესტინელები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრაზე უარს აცხადებენ
პალესტინელები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრაზე უარს აცხადებენ

პალესტინელები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრაზე უარს აცხადებენ.

მას შემდეგ რაც აშშ-ის ადმინისტრაცია პალესტინის გამათავისუფლებელ ორგანიზაციას ვაშინგტონში წარმომადგენლობის დახურვით დაემუქრა, პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრის რიად ალ-მალიქის განცხადებით, შეხვედრების გამართვას აზრი არ აქვს, თუ ვაშინგტონში წარმომადგენლობა დაიხურება.

ვაშინგტონის მუქარა მოჰყვა პალესტინის მცდელობას, პალესტინის ტერორიაზე ისრაელის ახალი დასახლებების მშენებლობის გამო, ისრაელის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დაეყენებინა.