პალესტინაში კორონავირუსით ინფიცირების 520 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა

15:36, 29.07.2020

პალესტინაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 520 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამავე პერიოდში ვირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

სულ კი, ქვეყანაში ინფიცირებულთა ოდენობა 14 456-ს შეადგენს. მათგან 82 გარდაიცვალა. რეანიმაციულ განყოფილებაში 17 პაციენტია მოთავსებული. აქედან სამი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მსგავსი