პალესტინა ისრაელის მიერ ღაზაზე ღამით განხორციელებული დარტყმების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდებს
ისრაელის მიერ ღაზაზე ღამით განხორციელებული დარტყმების შემდეგ პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდებს.
X-ზე გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებისგან მოითხოვს განსაკუთრებულ და სასწრაფო ჩარევას ქალაქ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
მათივე თქმით, საერთაშორისო დიპლომატიამ ღაზაში არსებული ომის დასრულებასთან დაკავშირებით კრახი განიცადა.
პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობას მიზანში გამიზნულად იღებს და სურს, ქალაქი ღაზა „მასობრივ სასაფლაოდ“ გადააქციოს.
ცნობისთვის, ისრაელის სამხედრო ძალები ქალაქ ღაზას ოკუპაციისთვის სახმელეთო შეტევას აგრძელებენ. Axios-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტორი ალყაში მოაქცია, რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამწვავდა და მოსახლეობას საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი აქვს. მათივე ცნობით, ისრაელი ამ დროისთვის ღაზის დაახლოებით 75%-ს უკვე აკონტროლებს.
الخارجية والمغتربين تطالب بإجراءات دولية عاجلة وملزمة تجبر الاحتلال تفكيك البوابات الحديدية التي تخنق شعبنا
تنظر وزارة الخارجية والمغتربين بخطورة بالغة لإقدام سلطات الاحتلال الإسرائيلي على تركيب المزيد من البوابات الحديدية على ما تبقى من مداخل البلدات والقرى والمخيمات والدين… pic.twitter.com/Bit3MJnGLV
— State of Palestine – MFA 🇵🇸🇵🇸 (@pmofa) September 16, 2025