პაკისტანში, ყარაჩის აეროპორტთან სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე 90 მგზავრი იმყოფებოდა [ვიდეო]
პაკისტანის ქალაქ ყარაჩის აეროპორტთან სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, „პაკისტან ინტერნეიშენალ ეარლაინსის“ თვითმფრინავი ლაჰორი-ყარაჩის რეისს ასრულებდა, როდესაც ყარაჩის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა.
„პაკისტან ინტერნეიშენალ ეარლაინსის“ პრესსპიკერმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ „ეარბას ეი 320“-ის ტიპის თვითმფრინავში 90 მგზავრი იმყოფებოდა.
სოციალურ ქსელებში ადგილზე ამსახველი ვითარების ვიდეობი ვრცელდება.
PIA crash in karachi pic.twitter.com/tXIOGG38uT
— Nasir Butt (@nasirbuttuk) May 22, 2020
The flight, A-320, was carrying close to 100 people and was flying from Lahore to Karachi: report https://t.co/ybiVINm14F
— Global Times (@globaltimesnews) May 22, 2020