პაკისტანში წყალიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 57-ით გაიზარდა, მათგან 25 ბავშვია
პაკისტანში წყალიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 57-ით გაიზარდა, მათგან 25 ბავშვია.
რეკორდული სეზონური წვიმები და ჩრდილოეთი მთებში მყინვარების დნობამ ქვეყანაში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია, რამაც 33 მილიონი ადამიანი დააზარალა. სტიქიას სულ მცირე 1 265 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა შორის 441 ბავშვია. წყალდიდობას პაკისტანში ძლიერი სიცხე და ტყის ხანძრები უძღვოდა წინ. ხელისუფლება სტიქიას კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებს.
დღეს ისლამაბაში პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფის ხელმძღვანელობით დაზარებული მოსახლეობის დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
წინასწარი შეფასებით, წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა 10 მილიარდ დოლარს აღემატება.