პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა

11:28, 16.08.2025

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდნეობამ 300-ს გადააჭარბა.

ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად მხოლოდ ბოლო 24 საათში 200-მდე ადამიანია დაღუპული.

ასევე, უამინდობის გამო კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმა.

სტიქიამ ყველაზე მეტად ხაიბერ-პახტუნხვას პროვინცია დააზარალა, დანგრეულია შენობები და გზები.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა  შექმნილი სიტუაციის განსახილველად საგანგებო შეხვედრა გამართა.

მსგავსი