პაკისტანში წყალდიდობას კიდევ 119 ადამიანი ემსხვერპლა

12:15, 28.08.2022

პაკისტანში, წყალდიდობის გამო, ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 119 ადამიანი დაიღუპა, რითაც სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 033-ს მიაღწია.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას თხოვს. ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში, სადაც ათასობით ადამიანს მოუწია საცხოვრებელი სახლების დატოვება.

საერთო ჯამში, ორთვიანმა მუსონურმა სეზონმა, რომელიც წელს რეკორდულად ნალექიანი აღმოჩნდა, 33 მილიონამდე ადამიანი დააზარალა.

მსგავსი