პაკისტანში წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა ასობით კი, უსახლკაროდ დარჩა
პაკისტანში წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა ასობით კი, უსახლკაროდ დარჩა

პაკისტანში წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა ასობით კი, უსახლკაროდ დარჩა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პაკისტანის სამხრეთ პროვინციაში, ბალუჯისტანში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 2 ადამიანი დაიღუპა ჩედილო-დასავლეთით მდებარე პახტუნხვას პროვინციაშიც.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ძლიერი წვიმების გამო რვა კაშხალზე წყლის დონემ აიწია და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა.

წყალდიდობის გამო, ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, რომელთა უმეტესობა თავშესაფრებში გადაიყვანეს.