პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებას, სულ მცირე, 52 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა
პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებას, სულ მცირე, 52 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა

პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას, სულ მცირე, 52 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება ბელუჯისტანის რეგიონში, მეჩეთის მახლობლად მოხდა, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა მსვლელობას მართავდა.

„მტერს სურს, გაანადგუროს რელიგიური შემწყნარებლობა და მშვიდობა ბელუჯისტანში უცხოელების კურთხევით. აფეთქება აუტანელია“, – განაცხადა ბელუჯისტანის ინფორმაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, იან აჩაკზაიმ.