პაკისტანში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

20:15, 17.12.2017

პაკისტანის ქალაქ კვეტაში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ქალაქ კვეტაში მდებარე ეკლესიაში ტერაქტის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა.

როგორც პაკისტანური მედია იუწყება, ორმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ეკლესიაში თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც შენობაში 400 მორწმუნე იმყოფებოდა.

პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა და ერთი ბოროტმოქმედის ლიკვიდაცია შეძლო.

მსგავსი