პაკისტანში, სამგზავრო მატარებელში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში, სამგზავრო მატარებელში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში, სამგზავრო მატარებელში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტოს სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, მოსალოდნელია მსხვერპლთა რიცხვის ზრდა.

შემთხვევა პენჯაბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში მოხდა. ხანძარი გაზის ავზის აფეთქების შედეგად გაჩნდა. აფეთქებამ მატარებლის სამი ვაგონი გაანადგურა. „როიტერის“ ცნობით, მგზავრთა ნაწილი ხანძრის გამო მოძრავი მატარებლის ფანჯრებიდან გადახტომის შედეგად დაიღუპა.