პაკისტანში სამგზავრო ფურგონი მდინარეში გადავარდა, დაიღუპა 21 ადამიანი

12:57, 09.03.2020

პაკისტანში სამგზავრო ფურგონი მდინარეში გადავარდა, შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ოთხი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილში, გილგიტ-ბალტისტანის რაიონში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია.

ამასთან, დაშავებულთაგან ორი საავადმყოფოში პაკისტანის არმიის კუთვნილი ვერტმფრენით გადაიყვანეს.

მსგავსი