პაკისტანში, საფონდო ბირჟის შენობაში შეიარაღებული პირების შეჭრის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში, საფონდო ბირჟის შენობაში შეიარაღებული პირების შეჭრის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ქალაქ კარაჩში, საფონდო ბირჟის შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაიღუპა სულ მცირე ორი მოქალაქე, არიან დაჭრილებიც. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ოთხი თავდამსხმელი უკვე ლიკვიდირებულია. ჯერჯერობით უცნობია, რჩებიან თუ არა შენობაში შეირაღებული თავდამსხმელები.

როგორც „ბიბისი“ წერს თავდამსხმელებმა შენობის მთავარ შესასვლელთან ხელყუმბარა ააფეთქეს, ხოლო შემდეგ ცეცხლი გახსნეს.