პაკისტანში, რკინიგზის ლიანდაგთან ახლოს აფეთქება მოხდა, რასაც 16 ადამიანის ემსხვერპლა, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ორგანიზაცია „ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიამ“ აიღო

12:41, 24.05.2026

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რკინიგზის ლიანდაგთან ახლოს ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც, სულ მცირე, 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, დაშავებულია 70-ზე მეტი ადამიანი, მათგან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

მედიის ინფორმაციით, ქალაქ კვეტაში, რკინიგზის ლიანდაგთან ბომბი მაშინ აფეთქდა, როდესაც იქ სამგზავრო მატარებელი გადიოდა. „ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, აფეთქებისას მატარებლის ორ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა ტერიტორიაზე, სადაც, ჩვეულებრივ, უსაფრთხოების ძალები არიან განთავსებული.

აფეთქებამ სერიოზული ზიანი მიაყენა რამდენიმე ახლომდებარე შენობას და გზის გასწვრივ გაჩერებულ ათზე მეტ ავტომობილს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო აკრძალულმა ორგანიზაციამ, „ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიამ“, რომელიც პაკისტანის ცენტრალური მთავრობისგან დამოუკიდებლობას მოითხოვს.

როგორც დაჯგუფებამ ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნა, სამიზნეს წარმოადგენდა მატარებელი, რომელსაც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები გადაჰყავდა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღებას და ღრმა ვართ დამწუხრებული ადამიანური სიცოცხლის დაკარგვით. ტერორისტული ელემენტები არანაირ შემწყნარებლობას არ იმსახურებენ“, – განაცხადა ბელუჯისტანის პროვინციის მთავრობის წარმომადგენელმა, შაჰიდ რინდმა.

ამასთან, მისივე თქმით, აფეთქების შემდეგ კვეტის საავადმყოფოებში საგანგებო სამედიცინო მდგომარეობა გამოცხადდა და ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

მსგავსი