პაკისტანში პოლიციასა და ისრაელის მოწინააღმდეგე ისლამისტურ ჯგუფს, „ტეჰრიკ-ე-თალიბანს“ შორის დაპირისპირებას, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში პოლიციასა და ისრაელის მოწინააღმდეგე ისლამისტურ ჯგუფს, „ტეჰრიკ-ე-თალიბანს“ შორის დაპირისპირებას, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში პოლიციასა და ისრაელის მოწინააღმდეგე ისლამისტურ ჯგუფს, „ტეჰრიკ-ე-თალიბანს“ შორის დაპირისპირება მოხდა. პაკისტანის პოლიციის ცნობით, დაპირისპირებას, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

პაკისტანის „თალიბანმა“, იმავე „ტეჰრიკ-ე-თალიბანმა“ თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადება გაეპროტესტებინათ.

როგორც „როიტერი“ წერს, მსვლელობა ქალაქ ლაჰორიდან დედაქალაქ ისლამაბადამდე მოეწყო და გზაში პოლიციასთან დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

პოლიციამ ასობით მომიტინგის დასაშლელად ოპერაცია დაიწყო და „ტეჰრიკ-ე-თალიბანის“ მხარდამჭერებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაღუპულთა შორის პოლიციელი, სამი მომიტინგე და ერთი გამვლელი არიან. პოლიციის ცნობით, ორივე მხრიდან ათობით ადამიანი დაშავდა.