პაკისტანში პოლიციამ დააკავა ექიმები, რომლებიც ქვეყანაში დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობას აპროტესტებდნენ
პაკისტანში პოლიციამ დააკავა ექიმები, რომლებიც ქვეყანაში დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობას აპროტესტებდნენ

პაკისტანში პოლიციამ დააკავა ექიმები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე ქვეყანაში დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობას აპროტესტებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ (CNN) ავრცელებს.

დემონსტრაცია პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ კვეტაში გაიმართა.

საპროტესტო აქციაზე მედიკოსების დაკავების საპასუხოდ, პაკისტანის ახალგაზრდა ექიმთა ასოციაციამ ბელუჯისტანში სამედიცინო მომსახურება შეაჩერა.

აღსანიშნავია, რომ დემონსტრაციამდე ერთი დღით ადრე კორონავირუსი ქალაქ კვეტაში 13 ექიმს დაუდასტურდა.

პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3 277 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 50 ადამიანი.