პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა 
პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა 

პაკისტანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, პენჯაბის პროვინციაში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ათი და დაშავებულია 67 ადამიანი. დაშავებულთა შორის 11 ბავშვია. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ კუეტადან ლაჰორში მიმავალი სამგზავრო მატარებელი ერთ-ერთ სადგურში მდგარ სატვირთო მატარებელს შეეჯახა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.