პაკისტანში მუსონური წვიმის შედეგად ერთ დღეში 67 ადამიანი დაიღუპა, 300 კი დაშავდა
პაკისტანში მუსონური წვიმის შედეგად ერთ დღეში 67 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა პენჯაბის პროვინციაში მოხდა. დაშავებულია 300 ადამიანი.
ძლიერის წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
25 ივნისის შემდეგ პაკისტანში, ჯამში, 159 ადამიანი გარდაიცვალა.