პაკისტანში მიწისძვრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

18:23, 24.09.2019

პაკისტანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა.

სტიქია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს დაატყდა თავს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდას აღწევდა.

ადგილობრივმა მედიამ დანგრეული შენობებისა და გზების კადრები გაავრცელა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომაროებაა ქაშმირის რეგიონში მდებარე დასახლებებში.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია. დაშავდა 100 ადამიანი, მათი ნაწილი ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია პაკისტანის შეიარაღებული ძალები.

მსგავსი