პაკისტანში მიწისძვრას 30 ადამიანი ემსხვერპლა

18:04, 25.09.2019

პაკისტანში მიწისძვრას 30 ადამიანი ემსხვერპლა, 500-მდე კი, დაშავდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, პაკისტანის მიერ კონტროლირებულ აზად-ქაშმირის რაიონში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მირპურიდან 3 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

მიწისქვეშა ბიძგები პაკისტანის და ინდოეთის ბევრ რაიონში იგრძნობოდა.

ქალაქ მირპურში დანგრეულია სახლები და გზები, შეიქმნა ელექტრონერგიის მიწოდების პრობლემაც.

დასახლებულ პუნქტებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მსგავსი