პაკისტანში მატარებლის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა
პაკისტანში მატარებლის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა

პაკისტანში, მატარებელში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა  20-ს აღემატება. მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

შემთხვევა პენჯაბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში მოხდა. ხანძარი გაზის ავზის აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქებამ მატარებლის სამი ვაგონი გაანადგურა.

„როიტერის“ ცნობით, მგზავრთა ნაწილი ხანძრის გამო მოძრავი მატარებლის ფანჯრებიდან გადახტომის შედეგად დაიღუპა.