პაკისტანში, მატარებელში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა
პაკისტანში, მატარებელში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

პაკისტანში, მატარებელში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს რამდენიმე ათეული ადამიანი. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

შემთხვევა პენჯაბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში მოხდა. ხანძარი თხევადი აირის ავზის აფეთქებამ გამოიწვია, რის შედეგადაც მატარებლის შემადგენლობიდან სამი ვაგონი განადგურდა. მედიის ცნობით, მგზავრთა ნაწილი ხანძრის გამო მოძრავი მატარებლის ფანჯრებიდან გადახტომის შედეგად დაიღუპა.