პაკისტანში, მაღაროში აფეთქებისას სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში, მაღაროში აფეთქებისას სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქებას სულ მცირე შვიდი მაღაროელი ემსხვერპლა.

ინციდენტის დროს მიწის ქვეშ 13 ადამიანი იმყოფებოდა. ექვსი მათგანი სავარაუდოდ გადარჩა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ხელისუფლებას ინფორმაცია არ აქვს.

მაღაროში ჩარჩენილთა გამოსახსნელად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. რამ გამოიწვია აფეთქება,  ჯერჯერობით უცნობია.