პაკისტანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000 აჭარბებს
პაკისტანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000 აჭარბებს

პაკისტანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000 აჭარბებს. ინფორმაციას „სიენენი“, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 4 728 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე პაკისტანში ვირუსით 2 067 ადამიანია დაღუპული.

პაკისტანში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კარანტინი მაისის დასაწყისში გამოცხადდა.