პაკისტანში „კოვიდ-19“-ის შედეგად ერთ დღეში 201 პაციენტი გარდაიცვალა
პაკისტანში „კოვიდ-19“-ის შედეგად ერთ დღეში 201 პაციენტი გარდაიცვალა

პაკისტანში „კოვიდ-19“-ის შედეგად ერთ დღეში 201 პაციენტი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

პანდემიის დაწყებიდან პაკისტანში აღრიცხულია 810 ათასზე მეტი შემთხვევა. მათ შორის, ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 17 530 ადამიანისთვის.

225 მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანაში ამ ეტაპზე ვაქცინირებულია მხოლოდ ორ მილიონამდე პირი.